ასი (კურორტი საფრანგეთში)
ასი – (ინგლ. Assy, რუს. Асси), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი საფრანგეთში, სავოიის დეპარტამენტში, ქ. პასის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქ. ლიონიდან 207 კმ-ში, ხოლო კურორტ მეჟევიდან 22 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. ჟენევიდან 87 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქ. ანესიდან 8 კმ-ში, აღმოსავლეთით. მდებარეობს სავოიის ალპებში, ასის პლატოზე, მდინარე არვის (მდინარე რონას შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, დაბალი მთის. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,8°C. თოვლის საფარი მდგრადია. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 700 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე, ხოლო მინიმუმი – ზამთარზე.
ასისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია: მუხნარი, წიფლნარი, წაბლნარი და ნაძვნარი. გვხვდება, აგრეთვე ფიჭვი.
ასის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა.
ასიში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენებს მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ასიში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხ-ლძარღვთა სისტემის დაავადებები; სისხლნაკლებობა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ასისა და მის მიდამოებში (მდინარე არვის ხეობა და სხვ.) და ალპების ტურისტული ობიექტები.