ასკარიდოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასკარიდოზი - (ascaridosis; გვარის დასახელება Ascaris + ბერძნ. osis დაავადება) – ღორის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდაAscaris suum პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. უპირატესად ავადდებიან მეძუძური გოჭები და 6-7 თვის ასაკამდე მოზარდეული.

სიმპტომები: სხეულის ტემპერატურა მატულობს, მადა ქვეითდება, სუნთქვა გახშირებულია, პირველ ეტაპზე დამახასიათებელია ხველა; მეძუძურ გოჭებს დარღვეული აქვთ საჭმლის მონელების პროცესი, აღენიშნებათ პირღებინება; 1-2 კვირის შემდეგ ვითარდება ძლიერი ქოშინი; გოჭები დაკნინებულები არიან, უპირატესად წვანან, კანზე ჭინჭრის დასუსხულისებრი გამონაყარია, შესაძლოა გაჩნდეს მცირე ზომის პაპულები; გოჭები ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში და ძლიერ ხდებიან. ზოგიერთ ცხოველს პერიოდულად აქვს კონვულსიები, კრუნჩხვები. უფროსი ასაკის ღორებში, რომლებიც ინვაზიის მატარებლები და გამავრცელებლები არიან, ასკარიდოზი კლინიკური გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ასკარიდოზი გავრცელებულია ყველგან.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები