ასკაროპსოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასკაროპსოზი - (ascaropsosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Ascarops + ბერძნ. osis დაავადება) – ღორის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Ascarops strongylina პარაზიტობს ღორის კუჭში. დაავადება გავრცელებულია ყველგან. ავადდებიან უფროსი ასაკის ღორები. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.
სიმპტომები: სიგამხდრე, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა.