ასკილის კისელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასკილის კისელი
1 ჭიქა ასკილი;
1 ლ წყალი;
5 ს/კ შაქარი;
2 ს/კ სახამებელი.
ასკილის ნაყოფი გავრეცხოთ, დავასხათ ცხელი წყალი, დავახუროთ ჭურჭელს თავი და ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში. ნაყენი გავაჩეროთ 6 საათი, გადავწუროთ და დავუმატოთ შაქარი. ჭიქაში ჩავასხათ ცივი ნახარში და გავხსნათ სახამებელი. დარჩენილი ასკილის ნახარში წამოვადუღოთ, დავუმატოთ სახამებელი (თან ვურიოთ), ისევ წამოვადუღოთ და გავაცივოთ.