ასპრილია ფაუსტინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაუსტინო ასპრილია – (ესპ. Faustino Hernan Asprilla Hinestroza; 10 ნოემბერი 1969, ტულუა), კოლუმბიელი ფეხბურთელები, თავდამსხმელი. თამაშობდა კაკუტას „დეპორტივოში“ (1988-89), მედელინის „ატლეტიკო ნასიონალში“ (1990-92) და „პარმაში" (1992 წლიდან). ევროპის 1993 წ. თასის მფლობელთა თასის, 1994 წ. სუპერ–თასის და 1996 წ. უეფა-ს თასის მფლობელი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1994 წ. ჩემპიონატში. კოლუმბიის ნაკრებში ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 3 გოლი.