ასტინომოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასტინომოსი - (άστυνόμος) - სიტყვასიტყვით „ის, ვინც არეგულირებს ქალაქის საქმეებს“. ძველ საბერძნეთში ასტინომოსი იყო საჯარო მოხელე, რომელსაც ზოგადად ზედამხედველობის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. ასტინომოსის მოვალეობები, გარკვეულწილად, დღევანდელი პოლიციის ფუნქციებს შეიძლება დავუკავშიროთ, თუმცა პოლიციისგან განსხვავებით, ასტინომოსს დანაშაულის გამოძიება არ ევალებოდა. ასევე დიდად არ ეხებოდა მას დანაშაულებში ბრალდებულის თუ გასამართლებული ბოროტმოქმედის დაპატიმრება თუ დასჯა.