ასტონი ფრენსის უილიამ
ფრენსის უილიამ ასტონი – (ინგლ. Francis William Aston, 1877 - 1945), ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი.
იულიამ ასტონი დაიბადა 1877 წელს. ატომური ფიზიკის დარგში მეცნიერული მიღწევებისათვის იგი მიიღეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტიც იყო. მსოფლიო აღიარება ასტონმა მიიღო სხვადასხვა ქიმიური ელემენტების იზოტოპების მიღების გამოკვლევებთან დაკავშირებით. ამ გამოკვლევებისათვის 1922 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.
ასტონი ცნობილია აგრეთვე, როგორც მასს-სპექტროსკოპის პირველი კონსტრუქტორი. მისი დახმარებით ასტონი ბევრი წლების განმავლობაში ატარებდა გულმოდგინე გამოკვლევებს რომლებმაც უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენებამდე მიიყვანეს, მათ შორის იზოტოპების აღმოჩენამდე. ამ მეცნიერმა შეძლო აღმოეჩინა და განესაზღვრა ქიმიური ელემენტების 213 მყარი იზოტოპის თვისებები.
1925 წელს ასტონმა ააგო დიდი სიმძლავრის მასს-სპექტროგრაფი, რომელიც სხვადასხვა იზოტოპების მასის ზუსტი განსაზღვრისათვის გამოიყენა. მიღებული მონაცემების საფუძველზე 1927 წელს ააგო ჩაწყობის კოეფიციენტების პირველი მრუდი, რომლებიც ახასიათებდნენ ატომურ ბირთვებში ნაწილაკების კავშირის ენერგიას, სხვადასხვა ბირთვული რეაქციების ენერგეტიკას.
ასტონი მიეკუთვნება იმ ცნობილ მეცნიერთა რიცხვს, რომელთა მიღწევები მათი არაჩვეულებრივი შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის შედეგია.