ასტრახანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტრახანი – (რუს. Астрахань, ძვ. ქართული წყაროებით – აშტრახანი), ქალაქი რუსეთში, მდ. ვოლგის დელტაში, კასპიისპირა დაბლობის 11 კუნძულზე. ქალაქი დაყოფილია ოთხ ადმინისტრაციულ რაიონად. მსხვილი სამრეწველო და კულტურული ცენტრი.

XV-XVIII სს-ში ასტრახანზე გადიოდა გზა საქართველოდან მოსკოვისაკენ. ამის გამო სხვადასხვა დროს აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მრავალი ქართველი მწიგნობარი. ასტრახანი იქცა ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერად, სადაც იქმნებოდა ქართული ორიგინალური თხზულებები და ნათარგმნი ძეგლები, მზადდებოდა კრებულები. აქ მოღვაწეობდნენ არჩილ II, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, ნიკოლოზ ორბელიანი, ონანა ქობულაშვილი, მამუკა ბარათაშვილი, ზაალ-ზოსიმე ორბელიანი, გაიოზ რექტორი და სხვ. მრავალი მწერალი და მეცნიერი. ასტრახანში არიან დაკრძალული ვახტანგ VI, თეიმურაზ II, გაიოზ რექტორი, ტიმოთე გაბაშვილი.

ლ. მენაბდე



ლიტერატურა

  • პაიჭაძე გ. ჯაფარიძე ვ. ქართული ისტორიული ძეგლები ქ. ასტრახანში, თბ., 1974
  • მენაბდე ლ. ძველი ქართული კულტურის კერები, თბ., 1992.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები