ასტრონავტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ასტრონავტი (ბერძნული astron – ვარსკვლავი, nautes – ზღვაოსანი), ადამიანი, რომელიც კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური აპარატით დაფრინავს; იგივე, რაც კოსმონავტი.
ტერმინი „ასტრონავტი“ მიღებულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. პირველი ასტრონავტების მომზადება მიმდინარეობდა 1959 წლიდან პილოტირებული კოსმოსური ფრენების ცენტრში (ქ. ჰიუსტონი). აშშ-ში პირველი კოსმოსური გაფრენა განახორციელა ასტრონავტმა ა. შეპარდმა ერთადგილიანი კოსმოსური აპარატით „მერკური“ 1961 წლის 5 მაისს.