ატიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სატრიუმფო თაღის ატიკი

ატიკი − (ლათ. Аtticus < ბერძ. attikós ატიკური (უკავშირდება ათენის ირგვლივ განლაგებულ რაიონებს) – კლასიკურ არქიტექტურაში ანტაბლემენტის თავზე განლაგებული კედელი, რომელიც პარაპეტისაგან განსხვავდება მეტი სიმაღლითა და პლასტიკური დანაწევრების ხასიათით. ატიკის სიბრტყე ხშირად გამოიყენება წარწერებისა და რელიეფების მოსათავსებლად (მაგ., სატრიუმფო თაღის ატიკი). ნეოკლასიციზმისა და არტდეკოს არქიტექტურაში ატიკი ეწოდება შენობის ქვედა ნაწილს ან ყრუ მაღალ პარაპეტს მთავარი კარნიზის თავზე, ხოლო XIX საუკუნის ფრანგულ არქიტექტურაში – საცხოვრებელ სართულს შენობის დახრილი სახურავის ქვეშ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები