ატიტიუდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატიტიუდი

ატიტიუდი — (ფრანგ. attitude), კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზა. მოცეკვავე (მამაკაცი ან ქალი) დგას ცალ ფეხზე, მუხლში მოხრილი მეორე ფეხი უკანაა აწეული, ტანი ძალზე გაზნექილია ზურგში, აწეული ფეხის შესაბამისი ხელი თავს ზემოთაა აწეული, ხოლო მეორე – გვერდზეა გაყვანილი. კლასიკური ცეკვის რუსულ სკოლაში არსებობს ატიტიუდის ორი ფორმა attitude cróisée და effacée, რომლებიც სრულდება ტერფზე, ცერებზე, ერგცერებზე, plié ნახტომში, ბრუნში, ხელების სხვადასხვაგვარი მდგომარეობით.






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები