ატლანტიკური ზღუდე
ატლანტიკური ზღუდე - (გერმანული – „atlantik Wall“) – კოდური სახელწოდება, თავდაცვითი ხაზისა, რომელიც გერმანელებმა შექმნეს დასავლეთ ევროპის სანაპიროზე 1942-44 წლებში ინგლის-ამერიკის ჯარების კონტინენტზე შეჭრის თავიდან ასაცილებლად. იგი გადაჭიმული იყო დანიიდან ესპანეთამდე (4000 კმ).
1944 წლის ზაფხულისათვის „ატლანტიკური ზღუდე“-ის მშენებლობა დასრულებული იყო პა-დეკალეს სრუტის მონაკვეთზე 68%-ით, ხოლო ფრონტის დანარჩენ ნაწილზე – 18%-ით. ამიტომ დასავლელი მოკავშირეების ევროპაში შეჭრის მომენტისათვის „ატლანტიკური ზღუდე“ მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მან ვერ გაამართლა გერმანიის სარდლობის იმედი; თუმცა საშუალება მისცა მას დასავლეთის ფრონტზე გამოეყენებინა მცირერიცხოვანი, მეორეხარისხოვანი ჯარები და მთავარი ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე გაეგზავნა.