ატლანტი (ქანდაკება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ატლანტი − არქიტექტურული ელემენტის შვეული საყრდენი მამაკაცის ქანდაკების სახით, რომელიც ასრულებს დეკორატიულ ან ფუნქციურ როლს შენობის, აივნის, კარნიზის და სხვ. დასაყრდნობად განთავსებულია სვეტის ან პილასტრის ადგილზე. რომაულ არქიტექტურაში ასეთ ქანდაკებას ტელამონს უწოდებენ. ძველი ბერძნული მითოლოგიით, ატლანტი იყო ტიტანი, რომელსაც ზევსის ბრძანებით მხრებით ეკავა ცის კამარა. ატლანტი ითვლება ამტანობისა და მოთმინების სიმბოლოდ;
|