აუტოსკოპური ჰალუცინაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აუტოსკოპური ჰალუცინაციის - დროს პაციენტი ხანმოკლე დროის მანძილზე თავის სხეულს ხედავს გარე სივრცეში პროეცირებულად, ჩვეულებრივ, საკუთარი თავის წინ. სენსორული დეპრივაციის დროს ასეთი სახის გამოცდილებას, ხანდახან, ჯანმრთელი ადამიანებიც აღწერენ. ასეთ განცდას სხეულის მიღმა ყოფნის განცდას უწოდებენ. აუტოსკოპიური ჰალუცინაციები ადამიანებს სერიოზული ავარიის ან გული შეტევის შემდეგაც აღენიშნებათ (ორივე შემთხვევაში ადამიანს ისეთი განცდა აქვს, თითქოს სიკვდილს თვალებში ჩახედა). იშვიათ შემთხვევაში, ასეთი გამოცდილების დროს, პაციენტი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ორეული ჰყავს (Doppelganger).