აფათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფათ-ი (ლეზგ. Афат) – ლეზგიური პანთეონის ერთ-ერთი ღვთაება, რომლის ფუნქციების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. დოყუზფარის რაიონის სოფლების – უსუხჩაისა და ყარაყიურის – მკვიდრი ლეზგები, ალფანთან ერთად, აფათის დამსჯელი ძალასაც მოუწოდებდნენ. შემორჩენილია წყევლის ფორმულა: „დე, აფათმა დაგარტყას!“ ამ მონაცემის საფუძველზე შესაძლებლად თვლიან, რომ წარსულში აფათს ჭექა-ქუხილის ღვთაების ფუნქცია ჰქონდა.
ლიტერატურა
Сефербеков Р. И. Верховные боги народов Северного Кавказа // Научная мисль Кавказа. 2006, № 1; მისივე, Пантеон языческих божеств народов Дагестана (типология, характеристика, персонификации). Махачкала, 2009.