აფინური გარდაქმნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფინური გარდაქმნა – გარდაქმნა, რომელიც წარმოადგენს სივრცის ან სიბრტყის ურთიერთცალსახა ასახვას თავის თავზე, რომლის დროსაც წრფეები გადადიან წრფეებში. ამასთანავე, ურთიერთგადამკვეთი წრფეები გადადიან ურთიერთგადამკვეთ წრფეებში, ხოლო პარალელური წრფეები – პარალელურ წრფეებში. ერთ წრფეზე მდებარე მონაკვეთების შეფარდება ტოლია მათი ასახვების შეფარდებისა. აფინური გარდაქმნა წარმოადგენს ყველაზე ზოგად ურთიერთცალსახა ასახვას სიბრტყისა სიბრტყეზე. აფინური გარდაქმნის შედეგად კვადრატი გარდაიქმნება პარალელოგრამად, წრეწირიელიფსად, სფეროელიფსოიდად და ა.შ.

ტერმინი „აფინურობა“ პირველად ეილერმა გამოიყენა („უსასრულოთა ანალიზის შესავალი“, 1748 წ.). ეილერმა აფინურები უწოდა მრუდებს, რომლებიც ერთმანეთისაგან მიიღებიან. იგი წერდა: „ვინაიდან ეს მრუდები მაინც ინარჩუნებენ გარკვეულ ნათესაობას (affinatas), ამ მრუდებს ჩვენ ვუწოდოთ „აფინურები“. ეილერის განსაზღვრება ემთხვევა თანამედროვე განსაზღვრებას; თუმცა ფიქრობენ, რომ თანამედროვე სახელწოდება მებიუსს ეკუთვნის. ტერმინს უნდა გამოეხატა ის ფაქტი, რომ ასეთი გარდაქმნის დროს უსასრულოდ დაშორებულ წერტილებს შეესაბამებათ ასევე უსასრულოდ დაშორებული წერტილები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები