აფორიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფორიზმი - საყურადღებო აზრი გამოთქმული ლაკონურად და მტკიცე პოეტური ფორმით, რომელსაც აქვს დამოუკიდებელად გავრცელების უნარი. აფორიზმი შეიძლება ჩართული იყოს სხვადასხვა სახის ნაწარმოებში ან ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ჟანრის სახით. მაგ: რუსთაველის შესახებ არსებულ ხალხურ გადმოცემებმი ჩართულია შემდეგი აფორიზმი:

ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ ეარგა,
რას არგებს გვარიშეილობა.

დამოუკიდებელი აფორიზმის ნიმუშია:

ვაჟკაცსა –გული რკინისა,
აბჯარი – თუნდა ხისანი,
თვალნი – ქორებულ მხედავნი,
მუხლები – შავარდნისანი.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები