აფრიკატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრიკატი − (ლათ. < affricare – ხეხვა), რთული შედგენილობის თანხმოვანი. ყოველი აფრიკატი წარმოიდგინება მარტივი ხშულისა და მის ზონაში წარმოებული ჰომორგანული, ჰომოგენური ნაპრალოვანი ბგერების შეერთებად. მაგ., მჟღერ ხშულს უერთდება მჟღერი ნაპრალოვანი, ხოლო ყრუს – ყრუ დ + ზ > ძ, თ + ს > ც, ტ + ს > წ, დ + ჟ > ჯ, ო + შ > ჩ, ტ + შ > ჭ. აფრიკატის შედგენილობაში ხშული და ნაპრალოვანი კომპონენტები ერთ მთლიანობას ქმნის: აფრიკატი, სხვა ხშულების მსგავსად იწყება ხშვით, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მთავრდება ჰომორგანული ნაპრალით. ამიტომაც აფრიკატს ხშირად უწოდებენ ნახევარხშულს, ხშულნაპრალოვანს ან რთულ ბგერას. ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში ამჟამად აფრიკატთა ორი რიგია წარმოდგენილი: სისინა – ძ ც წ და შიშინა – ჯ ჩ ჭ. ნავარაუდევია ქართველურ ფუძე-ენაში მესამე რიგის – სისინ-შიშინა ძ ც წ აფრიკატთა არსებობაც.

ზ. ჯაფარიძე



ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
  • ქობალავა ი. აფრიკატიზაციისა და დეზაფრიკატიზაციის პროცესები იბერიული-კავკასიურ ენებში. – «იკე». IX-X, თბ., I958;
  • გამყრელიძე თ., მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბ., 1965.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები