აფრიკული გროუვ თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„აფრიკული გროუვ თეატრი” − „African Grove Theatre”, თეატრი ნიუ-იორკში.

1821 წელს, დრამატურგმა უილიამ ჰენრი ბრაუნმა (William Henry Brown - 1815 - 1884) ნიუ-იორკში „აფრიკული გროუვ თეატრი“ დააარსა. ეს გახლდათ აფრო-ამერიკული თეატრის დაარსების მესამე და ყველაზე წარმატებული მცდელობა. დასი ხშირად დგამდა შექსპირის პიესებს. თეატრის არსებობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პირველად, მსოფლიო თეატრის ისტორიაში განხორციელდა აფროამერიკელი დრამატურგის, თეატრის დამაარსებლის პიესა - „მეფე შოთვეის დრამა“. სამწუხაროდ, თეატრი სულ რამდენიმე წელიწადში, 1823 წელს დაიხურა. უილიამ ბრაუნმა აქცენტი გააკეთა არა მხოლოდ საკუთარ დრამატურგიაზე, არამედ სხვა აფრო-ამერიკელების შემოქმედებაზეც, რომელთაგან, ზოგიერთი მათგანი ყოფილი მონა იყო. აქედანნგამომდინარე, ხელისუფლება და ზოგადად, თეთრკანიანი საზოგადოება აფრო-ამერიკულ ნამუშევრებს აღარ განიხილავდა და კრძალავდა კიდეც.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები