აფსათატვ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსათატვ (აფსათატο) – აფხ. „მიცვალებულის სულის წილი, საჩუქარი“. დასაფლავების დღეს ვაჟებს მამის ან დედის სახელზე შეწირული საქონელი მოჰყავდათ. ასევე დასაფლავების დღეს აღზრდილს მამამძუძის ან დედამძუძის სახელზე სამსხვერპლო საქონელი მოჰყავდა. თუ მამამძუძე იყო გარდაცვლილი, შეეძლო მოეყვანა ცხენი უნაგირით და მთელი სამხედრო აღჭურვილობით, რომელსაც შავი გადასაფარებელი ჰქონდა. ცხენის უნაგირი რომელიმე ახლო ნათესავს ეკავა.დიდი ოჯახის გაყრისა და ქონების განაწილების ტრადიციული წესები XIX ს-ის მეორე ნახევარში ნაწილობრივ შეიცვალა. ახალი ნორმებით გაყრა და ქონების განაწილება ოჯახის უხუცესის სიცოცხლეში შესაძლებელი გახდა. აქედან გამომდინარე, დიდ სახლში საცხოვრებლად მშობლებთან ერთად დაუქორწინებელი, უმცროსი ვაჟი რჩებოდა. მშობლების სარჩენად მას ზედმეტი წილის სახით მშობლების სარჩენ წილს აფსათატვ-ს - ერთ ძროხას უტოვებდნენ, რომელსაც შემდეგ დაკრძალვისათვის გამოიყენებდნენ. ამ ძროხას აფსათატვანუ დედ-მამის წილი ეწოდებოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები