აფსათიი ვადინძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფსათიი ვადინძ-ი (ოს. Æфсатий уадындз) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსონაჟის, ნადირთა და მონადირეთა მფარველი ღვთაების – აფსათის – ჯადოსნური სალამური; საკმარისია სალამური აახმიანოს, რომ მასთან იმდენი ნადირი იყრის თავს, რამდენიც საჭიროა. ერთ-ერთი ნართული თქმულების თანახმად, აცირუხსის გამოსასყიდად მისმა აღმზრდელმა დევებმა სოსლანსაგან დიდი რაოდენობის ნადირი მოითხოვეს. მხოლოდ აფსათის სალამურის წყალობით, ასეულობით სხვადასხვა ჯიშის ნადირი შეიკრიბა.
ლიტერატურა
ნართები. ოსური ხალხური ეპოსი. თარგმნა მ. ცხოვრებოვამ. ცხინვალი, 1977.