აფსიდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აფსიდი-დან)
აფსიდა (აფსიდი) − (ბერძ. hapsís თაღი, კამარა), შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია წრიული ან მრავალწახნაგა ნახევარგუმბათით (კონქით). ქრისტიანულ ტაძარში აფსიდა ჩვეულებრივ აღმოსავლეთისკენაა მიმართული და მასში მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი. საეკლესიო არქიტექტურაში აფსიდების რაოდენობის მიხედვით გვხვდება ერთაფსიდიანი, ორაფსიდიანი, სამაფსიდიანი, ოთხაფსიდიანი და ა.შ. ტაძრები. ქრისტიანულ ტაძრებში იგივეა, რაც ექსედრა.