აღმოსავლეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აღმოსავლეთი – (east, E), აღმოსავლეთის წერტილი, ჰორიზონტის ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი. მდებარეობს დამკვირვებლიდან მარჯვნივ, თუ იგი პირისახით ჩრდილოეთს უყურებს. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ამოდის.