გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, მოიცავს 585 ცნება-ტერმინს ქართულ ენაზე, მათი დასახელებების ინგლისურ ეკვივალენტებს. ცნობარის შედგენისას გამოყენებულ იქნა გეოგრაფიის, კარტოგრაფიის და გეოინფორმატიკის დარგობრივი ლექსიკონები, ენციკლოპედიები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და ინტერნეტის მასალა. მოპოვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შერჩეულია გეოგრაფიულ მეცნიერებაში, სასწავლო პროცესში და საგამომცემლო საქმიანობაში გამოყენებული და ავტორებისათვის ყველაზე მისაღები ტერმინები და ცნებები. ცნობარში აგრეთვე შევიდა ქართული კარტოგრაფიული სკოლის მიერ დამკვიდრებული ცნებები, რომლებიც დაკავშირებულია XX საუკუნის თვალსაჩინო გეოგრაფ-კარტოგრაფის ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელთან.

ცნობარი გათვალისწინებულია გეოგრაფიის, კარტოგრაფიის, გეოინფორმატიკის, აგრეთვე სხვა დარგების სპეციალისტების, პედაგოგების, დოქტორანტების, მაგისტრანტების, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.


ავტორები:
გულიკო ლიპარტელიანი
დავით ლიპარტელიანი


რედაქტორი:
ცარო ვაშაკიძე

გამომცემლობა „უნივერსალი“, 2012


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები