აფსიძ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფსიძ (აფსჷძ) - აფხ. თევზი (სული წყალში). ლიტერატურიდან ცნობილია, რომ თანამედროვე აფხაზებმა ზღვის პროდუქტების გამოყენება მხოლოდ ახლახან დაიწყეს. XVII-XIX სს. ლიტერატურაში (არქანჯელო ლამბერტი, ნ. ვიტსენი, ლეონიდი ლ. კოველინი) ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ აფხაზები თევზს არ იჭერდნენ და რაციონში თევზის გამოყენება არ იცოდნენ, ხოლო კიბორჩხალა ეზიზღებოდათ. ამრიგად, როგორც ჩანს, თევზის მიმართ მათი დამოკიდებულება აფხაზურ-ქართულმა ისტორიულ-კულტურულმა ურთიერთობამ შეცვალა XX ს-ში.