'აფსჷმათοა - აფხ. მიცვალებულის ტანსაცმელი, სამოსი. მიცვალებულის დასაფლავების დღეს, ჩალით გატენილ მის ტანსაცმელს ანშან-ს (ქართ. ნიშანი) საწოლზე ან ხის ტახტზე დაასვენებდნენ და ორმოცამდე მას დასტიროდნენ. ორმოცის შემდგომ სამოსს გააჩუქებდნენ.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი