აფციაური დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით აფციაური

დავით აფციაური – (David Apciauri), ქართველი დიპლომატი, 2004-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში; 2014-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში.

დაიბადა 22 სექტემბერი, 1958 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
დავით აფციაურმა უმაღლესი განათლება მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, არის ეკონომიკის დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საერთაშორისო ეკონომიკოს საკითხებზე ცნობილ საქართველოს და უცხოურ ჟურნალებსა და გაზეთებში.

სამუშაო გამოცდილება:
დავით აფციაური კარიერული დიპლომატია და გააჩნია დიპლომატიური საქმიანობის თითქმის 30 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება.
2000-2004 – იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და პირველი მოადგილის თანამდებობას, იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების კოლეგიის წევრი. დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია გაეროს რიგი მნიშვნელოვანი ორგანოების არჩევნებში და ევროპულ ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, როგორც კანდიდატი მაღალი რანგის პოზიციებზე. დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად ელჩი დავით აფციაური, როგორც მიწვეული პროფესორი და წამყვანი მკლევარი, აქტიურ მონაწილებას ღებულობდა საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებში და წამყვან კვლევით ცენტრებში, სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემატიკას. ამჟამად მიწვეული პროფესორის რანგში კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში, ხოლო 1994-2013 – კითხულობდა ლექციებს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფლორიდის უნივერსიტეტში და ა. შ. ასევე მონაწილეობას ღებულობდა გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში, მიწვეული მაღალი დონის ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან. წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო კონფერენციებში და ფორუმებში ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. 2019-დან იკავებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები