აფხაზეთის I შესახვევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფხაზეთის I შესახვევი − შესახვევი თბილისში, ჩუღურეთის რაიონი (ახალი კუკია); გიორგი (გიგო) ზაზიაშვილის ქუჩიდან აჭარის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX ს. 1 ნახევარში. 1923-მდე ვლადიმერის II შესახვევი ერქვა. შემდეგ – აფხაზეთის შესახვევი. თბილისის 1934 წ. გეგმაზე დატანილია როგორც ქუჩა. აქვს 2 შეს. (II შეს. – ყოფ. ცხრა ძმის II შეს. III შეს. – ყოფ. ცხრა ძმის III შეს.).