აფხაშარახუ (აფხაშარახο)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფხაშარახუ (აფხაშარახο)
„სირცხვილის წილი“, თავისი მშობლების და ნათესავების გამასპინძლება და დასაჩუქრება. ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ, როდესაც პატარძალი ამჰარიდან ამაწურთაში კერასთან საზიარებლად შეჰყავდათ, ოჯახის ვაჟი, ქალის ქმარი ვალდებული იყო „სირცხვილის წილით“ (წვრილმანი ნივთებით - წინდებით, თავშალით და ა.შ.), ცოლის ნახელავით მშობლები, და-ძმები და სხვა წევრები დაესაჩუქრებინა.