აფხაშახჲა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფხაშახჲა - აფხ. 1. „სირცხვილის (კერძი საჭმელი)“ . სარიტუალო კერძები იმ დღეს, როდესაც პატარძალი ამჰარიდან პირველად გამოჰყავთ და ქმრის საოჯახო კერას „აზიარებენ“. 2. მამამთილის, ან უფროსი მაზლის საჩუქარი რძლთან პირველად გამოლაპარაკების დროს. აფხაზი პატარძლის (ასევე სიძის) ცხოვრებაში თავისებური ტაბუ არსებობდა, მას ქმრის მამის, ბაბუის, უფროსი მაზლების, დედამთილის, უფროსი მულების სახელების ხმამაღლა წარმოთქმის უფლება არ ჰქონდა, მთელი სიცოცხლე ქმრის მამასთან და უფროს მაზლებთან უბრად უნდა ყოფილიყო. მხოლოდ იშვიათად და ისიც ოჩემჩირის რაიონში, მამამთილის (მაზლის) დიდი თხოვნის შემდეგ შეიძლებოდა რძალი მათ გამოლაპარაკებოდა, რისთვისაც იგი საჩუქარს იღებდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები