აქაველები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქაველები – (ბერძ. Achaei) ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ტომი. ძვ.წ. II ათასწლეულში აქაველები სახლდებიან თესალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსა და ჰელოპონესოსის მთიან სანაპიროზე, სადაც მანამდე იონიელები ცხოვრობდნენ. აქაველები აქტიურად მონაწილეობდნენ საბერძნეთისა და მის გარშემო მდებარე კუნძულთა კოლონიზაციაში.

მოგვიანებით სახელწოდება „აქაველები“ სხვა ბერძნულ ტომებზეც გავრცელდა. მათ შეინარჩუნეს იონიელების მიერ დაარსებული 12 ქალაქის კავშირი, რომლის საკრალური ცენტრი იყო პოსეიდონის ტაძარი ჰელიკონში


წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები