აქითა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქითა (აქჷთა) - აფხ. სასოფლო თემი. გვიან გაჩენილი ტერმინია, რასაც ადასტურებს ის, რომ, მართალია, ეს ტერმინი ქჷთ ფორმით გავრცელებულია აბაზებს შორისაც, მაგრამ იგი ნასესხებია თურქული ენიდან, სადაც ქჷთ სიტყვა „უბანს“ ნიშნავს, ხოლო თურქებთან აფხაზ-აბაზებს XVII საუკუნემდე არ ჰქონიათ ურთიერთობა. გარდა ამისა, ძველად, დასახლების ფორმა პატრონიმიული (ნათესაური) იყო, ამიტომ, ხშირად, ასეთი დასახლების სოფლები იყო გავრცელებული - ეშ-ქით, ანუ ეშბას თემი, ბაზ-ქით, ანუ ბაზბას თემი. ამჟამად ტერმინი „სოფელსაც“ ნიშნავს. აქითა XIX ს. დასაწყისისთვის უკვე იყო ჩამოყალიბებული, როგორც სოციალური და ეკონომიკური ერთეული.შდრ. აბაზური ქჷთ „თემი, სოფელი“. XIX საუკუნეში სოფლის მიწებს ჯერ კიდევ თემის მოსახლეობა ერთობლივად ფლობდა და განაგებდა. მათ მფლობელობაში იყო სახნავი მიწა, სათიბი, ტყე, საძოვარი და სხვ. სოფლისა და თემის ტერიტორია ერთმანეთს ემთხვეოდა.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები