აქტივისტური ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიქს გონზალეს-ტორესი. «უსათაურო» (მიმზიდველი საყვარელი), 1990; ლურჯი ქაღალდი, განუსაზღვრელი რაოდენობა

აქტივისტური ხელოვნება – ომები კულტურაში კიდევ უფრო გაამწვავა 1990-იან წლებში აქტივისტური ხელოვნების ზრდამ. 1990-იანი წლები დაიწყო ხელოვნებით, რომელიც გაბრაზებული იყო სხეულზე, შიდსზე, იდენტობაზე, ისევე როგორც, კვლავინდებურ მოთხოვნაზე აღიარებულიყო დისკრიმინაცია, რომელსაც ადამიანები აწყდებოდნენ რასობრივი, ეთნიკური, კლასობრივი კუთვნილებისა, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ომები კულტურაში, მრავალი თვალსაზრისით, იმ არტისტების შესახებ იყო, რომლებიც გამუდმებით ეძიებდნენ ადგილს სამყაროში, იმ დროს, როდესაც უფრო მეტნი ტოვებდნენ მას.

სარჩევი

 [დამალვა

ფილიქს გონსალეს-ტორესი

გონსალეს-ტორესი 1980-იანი წლების შუა ხანებში, ადამიანთა შორის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელებას (აივ ინფექცია), რომელიც შიდსის ძირითად გამომწვევს წარმოადგენდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განსაკუთრებით გეი თემში. ფილიქს გონსალეს-ტორესის (Felix Gonzalez-Torres, 1957-1996) 1990 წლის ნამუშევარი უსათაურო (მიმზიდველი საყვარელი), მის დიდი ხნის პარტნიორს, შიდსისგან სასიკვდილოდ განწირულ როს ლეიქოქს ეძღვნება. ნამუშევარი, ერთი შეხედვით, თითქოს ძალზე მარტივია - გალერეის იატაკზე დაწყობილი ბაცი ცისფერი ქაღალდების დასტიდან, ინსტრუქციის მიხედვით, დამთვალიერებლებს ინსტალაციიდან აღებული თითო-თითო ფურცელი უნდა წაეღოთ. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მცირდებოდა ფურცლების რაოდენობა. მათი გაქრობა, გონსალეს-ტორესის საყვარლის სხეულის ნელი გაუჩინარების გულისამაჩუყებელ ალეგორიად უნდა ყოფილიყო აღქმული. არტისტი ამბობდა: "მე მსურდა შემექმნა რაიმე, რაც მთლიანად გაქრებოდა სამუდამოდ". ამ ნამუშევარში რაღაც მტანჯველი, მწარე პირდაპირობაა ჩადებული. თავად გონზალესი, 1996 წელს გარდაიცვალა შიდსით.

დევიდ ვოინეროვიჩი

დევიდ ვოინეროვიჩი. უსათაურო (ხელები), 1992; ვერცხლით ბეჭდვა, ტრაფარეტული ბეჭდვით დატანილი ტექსტით, 96.5X66.0 სმ. დევიდ ვოინეროვიჩის და PPOW გალერეის საკუთრება, ნიუ იორკი

დევიდ ვოინეროვიჩი (David Wojnarowicz, 1955- 1992) სიკვდილს გმობდა მანამ, ვიდრე 1992 წელს თავადაც არ გარდაიცვალა შიდსით. 1987-ში, ამ დაავადებით ვოინეროვიჩის პარტნიორი, ფოტოგრაფი პეტერ ჰუჯარი გარდაიცვალა, თავად ვოინეროვიჩს კი აივ-დადებითი დიაგნოზი დაუდგინდა. ამის საპასუხოდ, არტისტმა გაშმაგებით დაიწყო მძლავრი აგრესიით სავსე ხელოვნების შექმნა, რომელიც მოგვითხრობდა შიშზე და დაბნეულობაზე, რომელსაც საყვარელი ადამიანის ნელი სიკვდილის ყურება იწვევს, მაშინ როდესაც თავად დგახარ სიკვდილის პირისპირ. ნამუშევარში უსათაურო (ხელები) ვოინეროვიჩმა სახვევებით გადაბანდული, თითქოს ვედრებად წინ გაწვდილი ხელების შავ-თეთრ ფოტოს, ბრაზით სავსე წითლით დაფერილი ტექსტი დაადო, რომელიც ვოინეროვიჩის წიგნიდან მოგონებები, რომლებსაც ბენზინის სუნი სდის იყო ამოღებული. ავტორი აღწერდა სიკვდილის მოახლოვებასთან ერთად, თავის შინაგან დაცარიელებას და ნელ გაუჩინარებას. ვოინეროვიჩის წიგნის ნაწილი კიდევ ერთხელ დაიბეჭდა გამოფენის მოწმობა ჩვენი განადგურების წინააღმდეგ კატალოგში, რომელშიც ის არტისტები მოგვითხრობდნენ ხელოვნებაზე და იმ არტისტებზე იყო, ვინც შიდსით დაავადდა და აალების წერტილად გადაიქცა კულტურაში გამართულ ომში. სმითი 1990-იანი წლების დასაწყისის ქანდაკებაში, ადამიანის ფიზიკურმა სხეულმა კვლავ განაცხადა საკუთარ თავზე, როგორც შიდსის დისკურსისთვის საჭირო მედიუმმა.

კიკი სმითი

კიკი სმითი. უსათაურო, 1990; ფუტკრის ცვილი, მიკროკრისტალური ცვილის ფიგურები ლითონის ღერძზე, ქალის ინსტალირებული ფიგურის სიმაღლე 1.87 მ. კაცის ინსტალირებული ფიგურის სიმაღლე 1.95. ამერიკული ხელოვნების უითნის მუზეუმი

მოქანდაკე კიკი სმითი (Kiki Smith, 1954), რომლის დაც შიდსით გარდაიცვალა, 1990 წელს შესრულებულ ნამუშევარში უსათაურო სხეულს, სხეულებრივ ფუნქციებს და მომაკვდავ სხეულზე ფიზიკური კონსტროლის დაკარგვას იკვლევს. ეს ამაღელვებელი ქანდაკება გვიჩვენებს ქალისა და მამაკაცის ნატურალური ზომის ორ შიშველ ფიგურას. კანის ფერის ფუტკრის ცვილისგან დამზადებული სხეულები იატაკიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე, პასიურ მდგომარეობაშია გვერდიგვერდ დაკიდებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასიცოცხლო ძალები მათ სხეულებში ჯერ კიდევ იგრძნობა. ქალის მკერდიდან რძე, კაცის ფეხზე კი თესლი მოჟონავს, თითქოს ორივემ დაკარგა კონტროლი სხეულის ფუნქციებზე, რომელიც ერთ დროს, მათი სიცოცხლისა და სიამოვნების წყარო იყო. ღრმა და ძლიერია დანაკარგის გრძნობა, მაგრამ ნამუშევარს არც შვების განცდა აკლია. სმითი წერდა, რომ ვიდრე ჩვენი საზოგადოება ზიზღით მოეკიდება სხეულებრივი ფუნქციების რეალობას, ჩვენ ვიბრძოლებთ მათ მისაჩქმალად და გასაკონტროლებლად და ამგვარად, სიკვდილის მოახლოებისას, სხეულზე კონტროლის დაკარგვის პროცესს კიდევ უფრო დამამცირებელს და შემაშინებელს გავხდით. ეს ქანდაკება გვთხოვს, დავფიქრდეთ სხეულის კონტროლზე, საკუთარ კონტროლის გრძნობაზე და კონტროლზე, რომელსაც სხვები ახორციელებენ ჩვენს სხეულზე გარდაცვალების შემდეგ. მისი ვარაუდით, კონტროლზე უარის თქმა შეიძლება თანაბარი ძალით, განმათავისუფლებელიც იყოს და დამანგრეველიც. ვოდიჩკო ზოგიერთმა არტისტმა თავისი ხელოვნება გალერეებიდან გაიტანა, თუმცა არა მხოლოდ სოციალური ცვლილებების დასაცავად, ისინი შრომობდნენ, რათა საგრძნობი ცვლილებები შეეტანათ თავად საზოგადოებაში.

ქშიშტოფ ვოდიჩკო

ქშიშტოფ ვოდიჩკო. უსახლკაროს ტრანსპორტი, 1988-1989; ალუმინი და შერეული მედია, ოთხიდან მესამე ვარიანტი, გადაღებულია ტრამპ თაუერთან, ნიუ იორკი

1980-იანი წლების ბოლოს, პოლონური წარმოშობის კანადელმა არტისტმა, ქშიშტოფ ვოდიჩკომ (Krzysztof Wodiczko, დ.1943) ნამუშევარი უსახლკაროს ტრანსპორტი, ნიუ იორკელ უსახლკაროებთან თანამშრომლობით შექმნა, როგორც "ქალაქელ მოხეტიალეთა გადასარჩენი ინსტრუმენტი". ვოდიჩკოს სურდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის, უმდიდრესი ქალაქის - ნიუ იორკის უსახლკაროებზე მიექცია ჩვენი ყურადღება. მაგრამ მას არ უნდოდა უსახლკარობის მარტივი ილუსტრირება, მით უფრო კი, სიბრალულის გამოწვევა. თემის დრამატიზებით, არტისტი მის საგანგებო წარმოჩენას ცდილობდა, ამასთან კი უსახლკაროების რეალური დახმარება სურდა. უსახლკაროს ტრანსპორტი მოდიფიცირებული და "განახლებული" ვერსიაა საყიდლების ურიკისა, რომელსაც ბევრი უსახლკარო იყენებს თავისი მწირი ქონების გადასატანად. ვოდიჩკომ შექმნა ურიკა, რომელზეც წყალგამძლე და ძილისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო, ერთგვარი საძილე კაფსულა იყო მოთავსებული, ქვემოდან მას პირადი ნივთების შესანახად განკუთვნილი, კალათი ჰქონდა დამაგრებული. ურიკაზე აღმართული კაშკაშა ფერის დროშა, მის მოახლოებას მიანიშნებდა. უსახლკაროები, რომლებსაც გაუმართლათ და ერგოთ ეს სატრანსპორტო საშუალება, კმაყოფილები დარჩნენ მისი მუშაობით. მაგრამ ნიუ იორკის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს "ტრანსპორტი" მეტისმეტად ხილულს ხდიდა უსახლკაროთა ფენას, ამიტომაც ისინი მალევე გაუჩნარდა ქალაქის ქუჩებიდან.

რეიჩელ უაითრიდ

რეიჩელ უაითრიდი. სახლი, 1993; გროუვ როუდისა და რომაული გზის კუთხე, ლონდონი, 1993; ბეტონი, განადგურებულია 1994 წელს. დაფინანსებული იყო არტანგელ-ის მიერ, მიიღო თერნერის პრიზი, ტეიტი, ბრიტანეთი, ლონდონი

უაითრიდი ბრიტანელმა მოქანდაკემ რეიჩელ უაითრიდმა (Rachel Whiteread, d. 1963), როგორც ახალგაზრდა ბრიტანელ არტისტსტთა (YBA) ჯგუფის წევრმა, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ობიექტების (მაგ., აბაზანა, გამოყენებული ლეიბი) ჩამოსხმული ანაბეჭდების კეთებით მოიპოვა სახელი. ასეთი ხერხით, მას სურდა ეჩვენებინა, რომ ყველაფერი ტოვებს თავის კვალს და ობიექტების არარსებობა მოჩვენებითია. 1993 წელს, თავის ყველაზე დიდ და სადაო ნამუშევარში სახლი , არტისტმა ქალაქის ღარიბთა უხილაობას მიაპყრო ყურადღება. ამ პროექტისთვის, უაითრიდმა ბეტონისგან ჩამოასხა ლონდონის ისთ ენდის ერთ-ერთი სამსართულიანი, დატერასებული სახლის მთელი შიდა სივრცე. ასეთი სახლების მთელი რიგი დეველოპერებმა დასანგრევად გაწირეს და ამგვარად, იმ თემის უკანასკნელი კვალიც კი წაშალეს, რომელიც გმირულად უმკლავდებოდა დაბომბვებს II მსოფლიო ომის დროს. სახლი მოგონებებზეა, რომლებიც ადგილებსა და დროში სახლობენ და რომლებიც ასე იოლად შეიძლება განადგურდეს. ვინაიდან სხვა სახლები უკვე დანგრეული იყო, უაითრიდმა "თავისი სახლის" კედლებს მიასხა თხევადი ცემენტი და ამგვარად, შექმნა შიდა სივრცის ანაბეჭდი, თავად სახლი კი დაშალა. დარჩენილი თეთრი ბეტონის ანაბეჭდს მიღმა, იმ აჩრდილად ქცეული სივრცის კვალია, რომელიც ოდესღაც ვიღაცას ეკუთვნოდა. უაითრიდის სახლმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია და ბრიტანულ საზოგადოებაში რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა, ასეთია: უსახლკარობა, ურბანული განახლების ხარჯები და სარგებელი, მუშათა კლასის სოციალური პოზიცია. უაითრიდი სადაო საკითხებზე მსჯელობდა ისეთი ხერხებით, რომელთა გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა კომუნიკაციის სხვა საშუალებებისთვის. არტისტს განზრახული ჰქონდა სახლი ექცია პოლიტიკურ განცხადებად "ინგლისში საცხოვრებელი სახლების მდგომარეობაზე, სასაცილო პოლიტიკაზე, რომელიც ითვალისწინებდა ამგვარი სახლების ნგრევასა და მათ ნაცვლად, ცუდად დაპროექტებული, მაღლივი ბლოკების შენებას, რომლებიც 20 წელიწადში თავადაც გახდება დასანგრევი".

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები