აქტიურ-რეაქტიული ჭურვი (ნაღმი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქტიურ-რეაქტიული ჭურვი (ნაღმი) - საარტილერიო ჭურვი (ნაღმი) რეაქტიული ამაჩქარებლით. აქვს ჩვეულებრივი ჭურვის სახე, რომლის კორპუსშიც ჩამონტაჟებულია რეაქტიული ძრავა. უკანასკნელი ჭურვს ანიჭებს დამატებით სიჩქარეს უკვე ფრენის ტრაექტორიაზე ყოფნის ფაზაში, რითაც ზრდის მისი ფრენის მანძილს 20-40%-ით.