აქციონერული საზოგადოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქციონერული საზოგადოება - (joint stock company, stockcompany) - სამეურნეო აგენტთა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, შექმნილი დამფუძნებელ აქციონერთა სახსრების გაერთიანების საფუძველზე. აქციონერული საზოგადოება უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი მონაწილისაგან. იგი იქმნება და მოქმედებს წესდების საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის უფლება ენიჭება რეგისტრაციის მომენტიდან. აქციონერული საზოგადოების უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმათულებებს, ცვლის წესდებას, ამტკიცებს გეგმებს, ირჩევს აქციონერული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, აღმასრულებელი და სარევიზიო კომისიების წევრებს. საერთო კრებაზე კენჭისყრა ტარდება შემდეგი პრინციპით: ერთი აქცია - ერთი ხმა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები