აღაიანცი მიხეილ
მიხეილ ივანეს ძე აღაიანცი – (21.12.1906-21.08.1959), სომეხი გენერალ-მაიორი (21.12.1954).
დაიბადა ქ. ტფილისში, მასწავლებლის ოჯახში, სადაც გაატარა ბავშვობის წლები, შემდეგ ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ქ. ელიზავეტპოლში (დღევ. ქ. განჯა).
1920-1923 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის დივიზიის მე-3 მსროლელ პოლკში (სადაც ირიცხებოდა პოლკის შვილობილად, რადგან იყო 14 წლის).
1923 წელს დაამთავრა საბჭოთა პარტიული სკოლის კურსი და 1923-1927 წლებში იმყოფებოდა პიონერულ და კომკავშირულ მუშაობაზე.
1927-1928 წლებში მუშაობდა სომხეთის სახელმწიფო პოლიტსამმართველოში, უფროს საქმისმწარმოებლად.
1928 წელს გაწვეულ იქნა ჯარში და 1929 წლამდე მსახურობდა აზერბაიჯანის მე-2 მსროლელ პოლკში - მწერლად და პოლკის სამხედრო კომისრის მდივნად.
1929-1930 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის საოლქო კომიტეტის განყოფილების მდივნად.
1930 წელს დაინიშნა განჯის კარაქსადნობი ქარხნის სპეცგანყოფილების უფროსად, არაერთხელ იმყოფებოდა სპეცმივლინებებში, შედიოდა ბანდდაჯგუფებათა ლიკვიდაციის სპეცჯგუფების შემადგენლობაში, მონაწილეობდა პურდამზადებაში.
1930 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, ქარხანა „კომეტაში“ კადრების განყოფილების უფროსად, საქმეთა მმართველად.
1932-1959 წლებში მსახურობდა უშიშროების სისტემის ცენტრალურ აპარატში მოსკოვში, სადაც 1954 წლამდე ეკავა სახელმწიფო უშიშროების კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა.
1944 წლის 12 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1954-1959 წლეში მსახურობდა სომხეთის სსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
1959 წელს ჯანმრთელობის გამო გავიდა თადარიგში და ცხოვრობდა ქ. მოსკოვში.
გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
მინიჭებული ჰქონდა სომხეთის სსრ საპატიო მოქალაქის წოდება.
დაჯილდოებული იყო: წითელი დროშის (1950), წითელი ვარსკვლავის (1944), სამამულო ომის II (1945, 1945) და I ხარ. და საპატიო ნიშნის (1943) ორდენებით. მედლოთ მამაცობისათვის (1940), საპატიო ჩეკისტის (1938) და სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომლის(1957) სამკერდე ნიშნებით.