აღკვეთის მდგომარეობა კონდიციონირებული
აღკვეთის მდგომარეობა, კონდიცთინირებული (განპირობებული, პირობით რეფლექსური) - (withdrawal, conditioned), – აღკვეთის მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სიმპტომების მქონე სინდრომი, რომელსაც ზოგჯერ განიცდიან ალკოჰოლური ან ოპიატური დამოკიდებულების პირები თავშეკავების შემთხვევაში, იმ სტიმულების ზემოქმედებისას, რომლებიც ასოცირდება ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებასთან. განპირობებულობის (პირობითი რეფლექსების) კლასიკური თეორიის მიხედვით, გარეშე გამღიზიანებლები, დროებით დაკავშირებული აღკვეთის უპირობო მდგომარეობასთან, იქცევიან კონდიციონირებულ (პირობით-რეფლექსურ) სტიმულებად, რომელთაც ძალუძთ ისეთივე სიმპტომების გამოწვევა, როგორც აღკვეთის სინდრომს. განპირობებულობის თეორიის სხვა ვერსიის თანახმად, ნივთიერების ზემოქმედებაზე ბუნებრივი კომპენსაციური რეაქცია პირობით-რეფლექსურად უკავშირდება ნივთიერების გამოყენებასთან ასოცირებულ სტუმულებს თუ ასეთი სტიმულები ნივთიერების ფაქტობრივი შეყვანის გარეშე არსებობს, კონდიციონირებული (პოირობით-რეფლექსური) რეაქცია გამოვლინდება კომპენსაციური რეაქციის სახით, რაც დამახასიათებელია აღკვეთის მდგომარეობისათვის.
სინონიმი
კონდიციონირებული აბსტინენცია