აღმოსავლური ნაძვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლური ნაძვი

აღმოსავლური ნაძვი – (Picea orientalis),წიწვოვანი მცენარე ფიჭვისებრთა ოჯახისა. 60 მეტრამდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი 2 მეტრს აღწევს. დატოტვის გამო ვარჯი ძალიან კომპაქტურია და წვიმას თითქმის არც კი ატარებს. ღერო დაფარულია ნაცრისფერი ქერქით. ბოლობლაგვი, მოკლე (7-10 მმ) ოთხწიბოიანი, მუქი მწვანე წიწვები მთელი ყლორტის ირგვლივ მორიგეობითაა განლაგებული. ზრდასრული გირჩი თითისტარისებრ-ცილიდრულია. აღმოსავლური ნაძვი მეზოფიტი ჯიშია, სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულია ძირითადად ბორჯომის ხეობაში. ნაძვის მერქანს ფრიად მრავალმხრივი გამოყენება აქვს.







წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები