აყარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აყარი - მთიულურ სახლში, კერის ასწვრივ ჭერში დამაგრებული ხის კონსტრუქცია, რომელიც საკიდის მოვალეობას ასრულებს. ესაა დაახლოებით 4.5X1.5 მ ზომის ხისგან შეკრული ჩარჩო, რომელშიც ჩასმულია ხისავე ქიჭოები, ანუ კაპები, რომელზედაც საჭიროების დროს ჩამოიკიდება სველი ტანისამოსი ან გასახმობ-გასაშრობი სურსათ-სანოვაგე (შაშხი, ჩირი, და სხვა.). აყარის ძელებზე დადებული იყო სქელი ფიცრები, რომ ჭერი დაცული ყოფილიყო კერაში ავარდნილი ნაპერწკლებისგან.
ლიტერატურა
ვ. ჩიქოვანი, მთიულური სახლის კერა, ძმ. №2, 1990. ე.ნ.