აშაურა
აშაურა - აფხ. სისხლის კეთება, მესისხლეობა, ანუ სისხლის აღება, შურისძიება. აფხაზებისათვის აშაურა საკმაოდ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საკითხს წარმოადგენდა, რომელსაც მძიმე შედეგებიც მოჰყვებოდა. ეს ჩვეულება მრავალ ასპექტს საკუთრების მიტაცებას, საქონლის ქურდობას, საცხოვრებელზე ცეცხლის წაკიდებას, ადამიანის დასახიჩრებას (მით უმეტეს პირსახის), შეურაცხყოფას, ძალადობას, ქალის გაუპატიურებას, ქალის გატაცებას, ადამიანის მკვლელობას და სხვ. მოიცავდა. სისხლ-მესისხლეობა თაობიდან თაობაზე გადადიოდა და ეთნიკური ჯგუფისათვის მწვავე საკითხს წარმოადგენდა. დაპირისპირებულ მოსისხლე გვარებს შორის ურთიერთობის მოგვარებისათვის ჩარევის უფლება მხოლოდ მოწვეულ მედიატორებს ჰქონდათ, რომელთაც მოსისხლე გვარების წარმომადგენლები ინდივიდუალურად თავად ირჩევდნენ. ნორმები ჩვეულებითი სამართლის კანონებით რეგულირდებოდა. XIX საუკუნის დასასრულისთვისაც აფხაზებში სისხლ-მესისხლეობის ინსტიტუტი მოქმედი იყო. შურისძიების აღების ვალდებულება მამიდან შვილზე გადადიოდა. ობიექტები მკვლელიდა მოკლულის უახლეოსი მამაკაცი ნათესავები ხდებოდნენ, თუმცა, შურისძიების აქტში დედის ძმის უახლოესი ნათესავებიც ერთვებოდნენ.