აშაფსა-ხუფჰა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აშაფსა-ხუფჰა (აშაფსა-ხοჷფჰა) - აფხ. „სისხლის ფასის აღზრდილი“, სისხლის საფასურად აღზრდილი. მტრობის შეწყვეტის ერთ-ერთი ხერხი. შვილად აყვანის ჩვეულების საშუალებით მოკლული ადამიანის ოჯახიდან მოტაცებულ ბიჭს შერიგების მსურველი მკვლელის ოჯახი ღირსეულად ზრდიდა. გაზრდილს 17 წლის ასაკში უბრუნებდნენ მისი მშობლების ოჯახს ძვირფასი საჩუქრებით (ცხენი უნაგირით და ყველა მოსართავით, იარაღით, ტანსაცმლით).