აშშ-ის განვითარების სააგენტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - (International Development Agency of USA - USAID) - დაარსდა 1961 წელს ჯ. კენედის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო დახმარების აქტის მიღების საფუძველზე. მისი ძირითადი მიზანია განვითარებადი ქვეყნების დახმარება ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, კერძოდ, დემოკრატიის მშენებლობაში, ბიზნესის ხელშეწყობაში, მწვავე სიღარიბის დაძლევასა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში. სააგენტო საქართველოს დახმარებას უწევს 1992 წლიდან. ამ მიზნით მან განვლილ პერიოდში 1 მლრდ დოლარზე მეტი გამოყო. რეფორმების გატარებაში მნიშვნელოვან ხელშეწყობას ითვალისწინებს USAID-ის „საქართველოს ბიზნეს-კლიმატის რეფორმის” პროექტი. მისი როლი დიდია ენერგეტიკის განვითარებაში, სახელდობრ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კანონმდებლობის დახვეწაში (1997), ელექტროენერგიისა (1998) და ბუნებრივი გაზის (1999) სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავებაში, ლიცენზირების წესებისა და რეგულირების სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების შექმნასაში და ა.შ. სააგენტო ტექნიკურ, მატერიალურ, ფინანსურ და საგანმანათლებლო დახმარებას უწევს და მოიცავს რეგულირების ყველა სფეროს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები