აჩთრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჩთრა (აჩοთრა) - აფხ. საცხენე, თავლა, საჯინიბო. საცხენეში წნულ ლატნებს აგებდნენ მიწაზე, რაც სიმშრალეს და სისუფთავესაც ქმნიდა, რომ ცხენები ავად არ გამხდარიყვნენ. ჩვეულებრივ საჯინიბო სასაქონლე აბორაში იყო გამოყოფილი.