აცალაყჲა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აცალაყჲა - აფხ. სასიმინდეს საფუძველზე, ბოძებზე, ფასადის მხრიდან დაგებული სამი ფიცარი, რაც ქმნიდა ფიცარნაგს. ამ ფიცარნაგზე ფართო კიბეს ადგამდნენ, სასიმინდეში ასასვლელად.1. სასიმინდის ხის ძელები.2. სასიმინდეზე მიდებული ძელი, ამოჭრილი საფეხურებით. სასიმინდეს (ნალიას), სიმინდის გამოტანის დროს მიადებდნენ კარის წინ ძელს (საფეხურებამოჭრილს) ან ფიცარს, სიმინდის გამოზიდვის შემდეგ მოაცილებდნენ. ნალია მაღალ ბოძებზე იდგა, რომ მღრღნელებს (თაგვებს და ვირთხებს) შიგ არ შეეღწიათ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები