ახალი ქართული ლიმონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი ქართული ლიმონი

ახალი ქართული ლიმონი - გავრცელებულია თითქმის ყველა იმ რაიონში, სადაც ციტრუსოვნებს აშენებენ, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროებზე. ცნობილია როგორც სამრეწველო ჯიში, მცენარე მაღალია, 3,5–4,5 მეტრი. ვარჯი ვერტიკალურია, 3,5–4 მეტრი სიგანისა. ტოტები ზოგჯერ ოდნავ დახრილია, სქელი და უხვად შეფოთლილი. ახასიათებს სწრაფი ზრდა.


ძირითადი ტოტები, 3–4, საკმაოდ მსხვილია, დატოტვის კუთხე 45-500-ა, ყლორტები მრგვალია, ნორჩი ყლორტები შეფერილია მუქ იისფრად. მრავალი, მსხვილი და მახვილი ეკალი აქვს. ფოთოლი მოგრძო-ოვალურია, 12,5X6,5 სმ. ღია მწვანე ფერის ყუნწი 1,1–1,5 სმ. სიგრძისაა, მსხვილი და უფრთო. ყვავილი ცალკეული, იშვიათად ორ-ორი, მასობრივად ყვავილობს მაისის დამლევიდან ივნისის დამლევამდე.

ყვავილები საშუალო სიდიდისაა. ჯამის ფოთოლაკები და გვირგვინის ფურცლები გარედან ვარდისფრადაა შეფერილი. ჯამის ფოთოლაკები და გვირგვინის ფურცლები გარედან ვარდისფრადაა შეფერილი.

ნაყოფი ოვალურია, სიმაღლით 8,5–9 სმ. დიამეტრი – 5,5–6,5 სმ. წონა - 180 გრ. ლამაზი მოყვითალო ლიმონის ფერისა, ვარჯის შიგნით უფრო ღია ყვითელია, ფორმა-მოყვანილობით ძლიერ ცვალებადია. ნაყოფის კანი საშუალო სისქისაა, 0,2–0,3 სმ. ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ მცირე ბორცვებიანი. ნაყოფის წვერი ძუძუსთავისებრია, ფუძე წაწვრილებული, ყუნწთან დანაოჭებული. სირბილე მომწვანოა ან ყვითელი. 9–10 არათანაბარი, სოლისებრი სქელაპკიანი სეგმენტებით. უხვად აქვს ოდნავ მომწვანო გამჭვირვალე წვენი. ის გემოთი მჟავეა, სასიამოვნო სურნელებით. მჟავიანობა – 67,1%.


თესლი აქვს 3–6 მომრგვალო, ფუძეგანიერი და წვერწაწვეტებული თესლი. ნაყოფი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში, მოსავალი უხვი იცის; ახასიათებს მეწლეობა. სხვა ჯიშებთან შედარებით ყინვისა და სხვადასხვა ავადმყოფობის უკეთ ამტანია.

ჩვენში ამ ჯიშის 30–35–40 წლიანი ხეები გვხვდება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები