ახალუბნის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალუბნის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ელია); საინგილოს ქუჩიდან ფშავის ქუჩამდე. ქუჩის კონტურები თბილისის 1924 წლის გეგმაზეც არის მონიშნული. ახალუბანი, ამ სახელწოდების რამდენიმე პუნქტია საქართველოში. შესაძლებელია სახელწოდება დაკავშირებული იყოს ახალი უბნის განაშენიანებასთან.