ახალქალაქის მიწისძვრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალქალაქის მიწისძვრა – მიწისძვრა საქართველოში 1899 წლის 31 დეკემბერს. სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო 8-9-ბალიანი მიწისძვრა, ეპიცენტრით სოფელი აზავრეთის (ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) სიახლოვეს (41.60 N; 43.50 E, M= 5.4). მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია შემონახულია ძველ წყაროებში.