ახალქალაქური მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალქალაქური მონასტერი – წმ. ოლღას დედათა მონასტერი, მდებარეობს მცხეთაში მტკვრის მარჯვენა მხარეს, მთის ქედზე. ეს უნდა იყოს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ „აღწერა აწინდელისა ქართლისაჲში“ მოხსენიებული ღვთისმშობლის მონასტერი: „მცხეთის ჴიდის სამჴრით არს მონასტერი ახალ ქალაქური (დედათა მონასტერი). ყოვლად წმიდისა, უგუმბათო, კეთილს ადგილს; იდგნენ მოწესნი“.

1612 წ. მონასტერს დროებით თავს აფარებდა მეფე ლუარსაბ II-ის მიერ დევნილი გიორგი სააკაძე. სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია XI ს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გადაკეთებული XVIII ს. ეკლესია ნატეხი ქვითაა ნაგები. XIX ს. აქ დამკვიდრებულა რუსეთიდან ჩამოსული ინჟინერ გორნიჩის მეუღლე ოლღა, რომელმაც ქვა-ღორღით დაფარული ძველი ეკლესია გააწმენდინა, შეაკეთებინა და ამით საფუძველი ჩაუყარა ქალთა მონასტერს. მონასტერმა თანამედროვე სახელწოდება სწორედ ამის შემდეგ მიიღო, მას ოლღა მოციქულთა სწორის სახელი მიაკუთვნეს.

ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • Шмерлинг Р. О., Долидзе В. О., Барнавели Т. В., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.

ხ. გაფრინდაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები