ახალციხელი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივანე ახალციხელი - (გ. 1225), XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის I მეოთხედის ქართველი სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი. შალვა ახალციხელის ძმა. 1203 წელს ბასიანის ბრძოლაში ქართული ავანგარდის ერთერთი მეთაური. კარის (ყარსის) აღების შემდეგ (1206) დაინიშნა ამ ციხე-ქალაქის მცველად და მონაპირედ. დაიღუპა 1225 წელს ხვარაზმელებთან გარნისის ბრძოლაში