ახალციხის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალციხის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი ჩიტაიას ქუჩიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე მთის ქუჩა ერქვა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ახალციხის შესახვევი. XX ს. 30-იან წლებში ქუჩა გახდა.